როგორ მივიღოთ მონაწილეობა

ალიანტე ეს არის გუნდური თამაში, რომელშიც მონაწილეობას იღებეს 15-20 წლის ახალგაზრდები. გუნდის ორივე წევრი აუცილებლად უნდა იყოს ერთიდაიგივე ქვეყნის წარმოადგენელი. კონკურსის წესების და  დამატებითი კითხვების შემთხვევაში იხილეთ  ხშირად დასმული კითხვები.

ჩვენ გირჩევთ, რომ თქვენ ასევე დარეგისტრირებული გყავდეთ გუნდის სათადარიგო წევრიც. იმ შეემთხვევაში, თუ გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან ერთერთი მათგანი ვერ ახერხებს კონკურსში მონაწილეობას, მაშინ საშუალება გეძლევათ გუნდის შესავსებად გამოიყენოთ სათადარიგო წევრი.

თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ არაუგვიანეს 2016 წლის 24 აპრილის, 23:59 სთ-ისა ცენტრალური ევროპული დროით.  მითითებული დრო ეხება ასევე კონკურსის 1 რაუნდის კითხვებზე პასუხის გაცემასაც. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენ კონკურსში რეგისტრაციას და 1 რაუნდის კითხვებზე პასუხის გაცემას ვეღარ შეძლებთ.

სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე.  შეავსეთ იგი თქვენს ეროვნულ ენაზე. ჩვენ გირჩევთ გადაამოწმოთ მონაცემები, განსაკუთრებით e-mail მისამართი, რადგან  -  e-mail მისამართი გამოყენებული იქნება ორგანიზატორებთან კომუნიკაციისთვის. არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში თქვენ  ვერ მიიღებთ კონკურსის უნიკალურ ნომერს და პაროლს.

რეგისტრაციის დროს რაიმე სირთულის შემთხვევაში  გთხოვთ დაუკავშირდეთ ალიანტეს საერთაშორისო კოორდინატორს  შემდეგ მისამართზე  geoaliante2016@gmail.com. გთხოვთ კომუნიკაციის დროს გამოიყენოთ ინგლისური ენა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენ მოგეცემათ საშუალება უპასუხოთ I რაუნდის შეკითხვებს. კონკურსის პირველი რაუნდის შეკითხვები განთავსებულია ალიანტეს ვებ - გვედზე ქართული ენის სექციაში. გადახედეთ პირველ რიგში ყველა შეკითხვას, რომ გქონდეთ შესაძლებლობა მოამზადოთ სწორი პასუხები, ინტერნეტისა და წიგნში პასუხების მოძებნის საშუალებით. პირველ რაუნდში 20 შეკითხვაა, 4 სავარაუდო პასუხიდან მხოლოდ ერთია სწორი.მონიშნეთ მხოლოდ ერთი, რომელსაც მიიჩნევთ სწორად.

როდესაც დარწმუნდებით პასუხების სისწორეში, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეთ კონკურსის ფორმის შევსება. არ დაგავიწყდეთ, რომ კონკურის წესები და კომპიუტერული სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას რომ იმუშაოთ პასუხების მონიშვნის ან შეცვლის პრინციპით რამდენიმე დღე.

ბოლო ვადა პირველი რაუნდის შეკითხვებზე პასუხის გაცემისა არის 2016 წლის 24 აპრილი 23:59 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით). ბოლო ვადის ამოწურვილს შემდეგ შეუძლებელი იქნება პასუხების გაგზავნა.შეფასების დროს არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაგზავნით შეკითხვებს 31 მარტს თუ 6 აპრილს.

 გუნდები რომლებიც სწორად უპასუხებენ  15  და მეტ შეკითხვას გადავლენ მეორე რაუნდში.

მეორე რაუნდის შეკითხვები გამოქვეყნდება 2016 წლის 25 აპლილს. დეტალური ინსტრუქცია მეორე რაუნდში მონაწილეობის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის წესებში. სახელმძღვანელო მეორე რაუნდში მონაწილეობისა გამოქვეყნდება მეორე რაუნდის შეკითხვებთან ერთად.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა კონკურს ალიანტე -2016 ის შესახებ გთხოვთ დაუკავშირდით თქვენს ეროვნულ კოორდინატორს შემდეგ ელ- მისამართზე: geoaliante2016@gmail.com  ტელ: 598558271, 599430034