კონკურსის განხორციელების გეგმა

კონკურსი ალიანტე შედგება რამდენიმე  რაუნდისგან

I რაუნდი შედგება ზოგად ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებისგან, რომელიც განხორციელდება მხოლოდ ინტერნეტით ვებგვერდზე www.project-aliante.org. კონკურსანტებმა სწორად უნდა გასცენ პასუხი 20 კითხვას არა-უგვიანეს 2016 წლის 24 აპრილისა, 23:59 სთ-ისა ცენტრალური ევროპული დროით. ვადის გასვლის შემდეგ გაცემული პასუხები არ ჩაითვლება. ის გუნდები, რომლებიც სწორად გასცემენ პასუხს 15 ან მეტ კითხვას გადადიან მე-2 რაუნდში.

II რაუნდი  განათლებაზეა დაფუძნებული, მაგრამ უფრო დეტალური ხასიათისაა და კითხვებზე პასუხის გასაცემად მოითხოვს სათანადო წყაროების მოძიებას. მეორე რაუნდის 35 შეკითხვა მოიცავს ისტორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, გეოგრაფიას, ასევე ნატოს სტრუქტურას და ფუნქციონირებას. მათზე პასუხები ხშირად საკმაოდ ვრცელია, მაგრამ წარმატებულად ჩაითვლება იმ გუნდის პასუხი, ვინც პასუხში ზუსტი არსის გამოხატვას შეძლებს. მე-2 რაუნდი გაიმართება 2016 წლის 25 აპრილიდან 2016 წლის 25 მაისამდე. გაგზავნილ პასუხებს განიხილავენ ეროვნული კოორდინატორები  დამოუკიდებელ პროფესიონალ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად. მეორე ტურის შედეგად არჩეული საუკეთესო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ფინალში, რომელიც გაიმართება საქართველოში სამხედრო ბაზაზე. ეროვნულ ფინალში მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფიზიკურ გამძლეობაში და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში.  ეროვნული ფინალი გაიმართება 2016 წლის ივნისის თვეში.

ჯგუფები, რომლებიც ალიანტე 2016-ის გამარჯვებულთა გამოცხადების შედეგების თანახმად კონკურსის საუკეთესო სამეულში დაამთავრებენ შეჯიბრს, მოიპოვებენ გამარჯვებულთა საგზურს.

ეროვნულ ფინალში გამარჯვებული 3 საუკეთესო გუნდი გაემგზავრება ჩეხეთში, ქ. ოსტრავაში ნატოს დღეებზე მონაწილეობის მისაღებად.

ალიანტე 2016 -ის დეტალური განრიგი

25 მარტი I რაუნდის დასაწყისი
I რაუნდის შეკითხვების გამოქვეყნება
გუნდების დარეგისტრირების პროცესის დაწყება
24 აპრილი რეგისტრაციის პროცესის დასრულება
I რაუნდის შეკითხვებზე პასუხების გაცემის ბოლო ვადა
25 აპრილი II რაუნდის დასაწყისი
I რაუნდის სწორი პასუხების გამოქვეყნება
II რაუნდის შეკითხვების გამოქვეყნება
I რაუნდის შედეგების გამოცხადება
25 მაისი II რაუნდის პასუხების გაგზავნის ბოლო ვადა
5 ივნისი ფინალისტების გამოცხადება
11 -14  ივნისი ეროვნული ფინალი საქართველოს სამხედრო ბაზაზე