კეთილი იყო თქვენი მობრძანება კონკურსში „ალიანტე“

Facebookუნიკალური პროექტი ალიანტე კვლავ დაბრუნდა ახალი თავგადასავლებით, გართობით და გამოწვევებით. კონკურსი ალიანტე ნამდვილად უნიკალურია მთელს მსოფლიოში. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში  ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე (ნატო), უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.  კონკურსში მონაწილეობა ნიშნავს გაიღრმავო ცოდნა, გაიცნო ახალი ადამიანები, იმოგზაურო ახალ ადგილებში, ამასთან ერთად  საკუთარ თავზე იმუშაო ნაყოფიერად.

2016 წელს კონკურსი ალიანტე თავისი არსებობის მეთხუთმეტე  წელს ითვლის და თქვენ  კვლავ წინ გელით არაჩვეულებრივი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ ალიანტემ შეიძლება შეგძინოთ. გარდა ამისა თქვენს შორის საუკეთესოს ექნება შესაძლებლობა გაემგზავროს ეროვნულ ფინალზე საქართველოში სამხედრო ბაზაზე ხოლო საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გაემგზავრებიან ჩეხეთში და მონაწილეობას მიიღებენ ნატოს დღეებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ქალაქ ოსტრავაში, ასევე დაჯილდოვდებიან პრიზებით.

ნამდვილად არ ველოდი თუ ამდენ შესაძლებლობას მომცემდა კონკურსი ალიანტე. არა მხოლოდ გავიღრმავე ცოდნა და განვივითარე სხვადასხვა უნარჩვევები, არამედ  გავატარე დაუვიწყარი დრო ორ არაჩვეულებრივ ქვეყანაში, შევიძინე მეგობრები და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდა ბევრად უფრო დიდხანს ვიდრე თვითონ კონკურსი. 
პოლონეთი
რა შეიძლება მოიგოთ?

ალიანტეს კონკურსის წინა წლების გამარჯვებულებმა მთელი მსოფლიო შემოიარეს. გასულ წლებში გამარჯვებულები მოხვდნენ მრავალფეროვან ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ლამაზ მონტენეგროში, თბილ აღმოსავლურ თურქეთში და ეს ალიანტეს-ს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. კონკურსისგან სარგებელს მხოლოდ გამარჯვებულები როდი იღებენ. ყველა მონაწილე იღებს სარგებელს საკუთარი ცოდნის გაღრმავებით და მსგავსად მოაზროვნე სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან დამეგობრებით. რეალურად, ეს არის მთავარი პრიზი, რაც დაეხმარება მათ სწავლაში და შემდგომ პროფესიონალური კარიერის შექმნაში, როგორც ეს უკვე გააკეთა ალიანტეს ათასობით მონაწილემ.

თქვენი მოლოდინი

მონაწილეებს წინ ელით ორი ცოდნაზე დაფუძნებული რაუნდი.  ხოლო მეორე რაუნდში გამარჯვებული საუკეთესო გუნდები  ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფიზიკურ გამძლეობაში ეროვნულ ფინალზე, რომელიც ჩატარდება საქართველოში სამხედრო ბაზაზე.

კონკურსის მთავარი ორგანიზატორი და საერთაშორისო კოორდინატორი:

ჩეხეთის რესპუბლიკა იაგელო 2000 - ევროატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაცია

კონკურსის ეროვნული კოორდინატორია:

საქართველო საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაცითა ნაციონალური საბჭო

„ალიანტე 2016“- ის განხორციელებას საქართველოში მხარს უჭერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.